LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ

153
music-riga-latvia-travel

ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა, ან კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ მოუწევთ. ლატვიის ხელისუფლება იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელთა მოქალაქეები ლატვიაში შესვლას და გადაადგილებას ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ. სწორედ ამ სიაშია საქართველოც. გარდა ამისა, აღნიშნულ სიაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე არ დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.

თუმცა, ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ლატვიაში არა საქართველოდან, არამედ სხვა, ე.წ. წითელი ქვეყნიდან შევლენ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავეა – მათ აუცილებლად მოუწევთ კარანტინის გავლა, ან კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება. მანამდე საქართველოს მთავრობა იუწყებოდა, რომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა პირველი ივლისიდან აღდგებოდა.

ნიდერლანდები მზადაა, დღეიდან ქართველ ტურისტებსაც უმასპინძლოს

ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15-ივე ქვეყნიდან

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის ჩვენი ქვეყანაცაა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები