LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიის მთავრობა საქართველოსთვის ვაქცინების გამოყოფას გეგმავს

59
Capture

ლატვიის მთავრობა საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ალბანეთსა და კენიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი ავრცელებს.

„ლატვიის მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ალბანეთსა და კენიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიაწოდოს.

ჩვენ ამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით გავიმარჯვებთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერზე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები