LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიური შოუ-ბიზნესის ყველაზე ლამაზი წყვილი საქართველოში მოგზაურობს (ფოტოები)

112

ცნობილი ლატვიელი წყვილი, ტელეკომპანია RīgaTV24-ს წამყვანები ლელდე ლიეტავიეტე და აივის ცერინში უკვე კვირაზე მეტია საქართველოში მოგზაურობენ. ისინი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ და ქვეყნის საოცარი სილამაზის შესახებ წერენ.

წვილი მოგზაურობის საოცარ და მოულოდნელ კადრებს ინსტაგრამზე აქვეყნებს. ფოტოებზე წარწერები კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ წყვილი აღფრთოვანებულია ქართველების სტუმართმოყვარეობით, შესანიშნავი ბუნებით და სამზარეულოთი.

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ არსებობს, არ შეგიყვარდეს”, – წერენ ისინი.

აღსანიშნავია, რომ მათ საქართველოში მოგზაურობას ლატვიური მედია აქტიურად აშუქებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები