LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაურა ღაჭავას ნახევარი მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

193
image-750x-5cfa268809b67

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ადვოკატის განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ღაჭავას ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ქონება დაყადაღებული აქვს.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები