LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვის შესაძლო ვიზიტი – თალაკვაძე ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს პრინციპული განცხადებებით დახვდება

411
BeFunky-collage (9) (1)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალს, რომელსაც საქართველომ მაისის თვეში უნდა უმასპინძლოს,  რუსეთის დელეგაციაც ესტუმრება. გავრცელებული ინფორმაციით, კი რუს დიპლომატებს წარმოადგენს სერგეი ლავროვი. ქართული უწყება აღნიშნავს, რომ მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში იმყოფებიან  ევროპის საბჭოს გენერალურ  სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში შესაძლო ვიზიტს ეხმაურებიან როგორც მმართველ უმრავლესობაში, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  ლავროვს  დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.

“სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული.

თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის - ლავროვის უწყების განცხადება და შეფასებები თბილისში

,,ჩვენი მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს და რუსეთის მოსახლეობას შორის პირდაპირი და გულახდილი საუბარი საჭიროა"

საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს აღებული ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ როგორც მოსკოვში, ასევე, თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. თუმცა აქვე განმარტავს, რომ თბილისი ევროსაბჭოს დედაქალაქია და შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და დღის წესრიგით იცხოვრებს. ხოლო ის ფაქტი, რომ ლავროვს დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, ვოლსკისთვის “მძიმე თემაა.”

„იგივე საკითხები ხშირად ისმის, როდესაც გაერო-ში გენერალური ასამბლეა ტარდება, ჩამოვა თუ არა კუბის ან ირანის ხელმძღვანელი, როდესაც ძალიან დიდია დაპირისპირება და ფაქტობრივად ომის პირას არის მისული სიტუაცია აშშ-სა და ირანს შორის. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხი დგება და ჩამოდიან მაინც. ჩვენთან არ არის ადვილი სიტუაცია. არ მგონია, რომ იმაზე უფრო ნაკლებად რთული იყოს,  მასშტაბი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული გავლენა აქვს რეგიონზეც და მსოფლიო პოლიტიკაზეც.

აქედან გამომდინარე, როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცალსახა. არ ვარ მზად პასუხის მოსაცემად. აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის. ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში თბილისი.” – ამბობს გია ვოლსკი.

“მე მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას” – სერგეი ლავროვს ავიარეისების აღდგენა სურს

რუსული დელეგაციის ვიზიტს აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა და აღნიშნავს, რომ ლავროვის ადგილი საქართველოში არ არის, მით უმეტეს, მაშინ როდესაც მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ.

„ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის. „ქართული ოცნების” მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რაც უნდოდა, ესაა ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება, ამიტომ მათგან ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი. ის მოქმედებს მინისტრზეც და რიგით მოქალაქეზეც.

ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან. ყველა შემომშვები იქნება კანონდამრღვევი. შესაბამისად კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან მოეკითხებათ პასუხი”,- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება მაისის მინისტერიალს, საქართველო ვალდებულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უმასპინძლოს და მათ შორის  რუსეთის დელეგაციას. ჩრდილოელი მეზობელი დიპლომატების ხელმძღვანელი კი გავრცელებული ინფორმაციით სერგეი ლავროვი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები