LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდა ბრუნდება – ლუდის პირველი ქართული ბრენდი გააცოცხლეს

546
DSC-3941

ლეგენდარულიაიაქართულ ბაზარზე დაბრუნდა – ლუდის პირველი ადგილობრივი ბრენდი, რომლის ისტორიაც 1953 წლიდან იწყება „ქართული ლუდის კომპანიამ“ გააცოცხლა.

როგორც „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მიშა ქურდაძემ განაცხადა, „აიაშეიქმნა იმ ეპოქაში, როცა არანაირი ექსკლუზიურობა არ არსებობდა, შესაბამისად, იმ ეპოქაში ლუდსაც არ ჰქონდა იდენტობის უფლება. არსებობდა “пиво” ან „პივა“, როგორც დღეს ჟარგონულ ენაზე მოიხსენიებენ. მაქსიმუმ კი, ლუდისთვის წარმოშობის ადგილი მიემატებინათ თავსართად, მაგალითად: „ოზურგეთული პივა“, “ბათუმური პივა“ და ა.შ

„სწორედ ამ დროს, რევაზ დვალიშვილმა, რომელიც ქუთაისში მოღვაწე მეწარმე და „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელი იყო, 1953 წლიდან დაიწყო „აიას“ წარმოება. ალბათ, მარტივი წარმოსადგენი არ არის, რა ძალისხმევა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ რეზო დვალიშვილს ბრენდის სახელის და ეტიკეტის ცენზურა გაევლო და სტატუსი “დამტკიცებულია” მიეღო. ლუდის პირველი ქართული ბრენდი „ აია“ თავისი გამორჩეული ფერებითა და ფორმით, მოკლე დროში, ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ და გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა“, – ამბობს მიშა ქურდაძე.

მისივე ინფორმაციით, ქართული ლუდის კომპანიისგუნდმა 2 წლის წინ დაიწყო ბრენდის ადღდგენაზე მუშაობა. „დავიწყეთ ისტორიების მოძიება და საკმაოდ საინტერესო მასალებს მივაგენით. მომხმარებელი „აიაზე“ საუბრობს, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ხშირად როგორც ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი პერსონიფიცირებულია, ხოლო „აიას“  ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივისადმი განწყობები მხოლოდ დადებითია. აღსანიშნავია, რომ ვინც უკვე გასიჯნა ჩვენ მიერ წარმოებული „აია“ – მხოლოდ დადებითი გამოხმაურება და შეფასებები მივიღეთ, ამიტომ, დარწმუნებულები ვართ ამ პროდუქტის წარმატებაში და იმაშიც კი , რომ წელს ეს იქნება ლიდერი პროდუქტი“, – აღნიშნავს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

როგორც მიშა ქურდაძე ამბობს, აიასავაჭრო ქსელებში ორშაბათიდან უკვე შევიდა და ეტაპობრივად, კვირის ბოლომდე, ის სრულიად საქართველოს მასშტაბით,  ყველა სავაჭრო ქსელში იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე „აია“ ორნაირი შეფუთვით გამოდის – შუშის შეფუთვა და ე.წ 2-ლიტრა-ნახევრიანი შეფუთვა. თუმცა, ეტაპობრივად დაემატება სხვა ფორმატებიც, ჩამოსასხმელი წერტილებიც ამ ბრენდის ქვეშ და ა.შ.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტეთ „აიას“ აღდგენა – ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება საუკეთესო და რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ იდეით გაერთიანებულებმა, 1991  წელს, შევქმენით ბიზნესჯგუფი, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ღირსეულად აგრძელებს დაწყებულ საქმეს და აქტიურად ეწევა ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას“, – ამბობს მიშა ქურდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები