LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლეიბორისტული პარტია” ქალზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ საჭირო ზომების მიღებას ითხოვს

71
109818706-1465352013669083-2393266945339484827-n (2)

“ლეიბორისტული პარტია” ბოლო დროს გახშირებულ ქალზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ საჭირო ზომების მიღებას ითხოვს.

“ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებული ქალზე ძალადობის ფაქტები სავალალო ნიშნულს აღწევს, მხოლოდ 2021 წლის სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ყველა საჭირო ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოძალადის მიმართ ყველა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გამოყენებული იქნას ელექტრონული სამაჯური.

უნდა გამრავალფეროვნდეს არსებული თავშესაფრების სერვისები, კერძოდ:

თავშესაფრით სარგებლობა უნდა შეეძლოს ყველა ქალს მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას უკვე მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი.

უნდა გაუქმდეს თავშესაფრით სარგებლობის წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური დრო და მისით სარგებლობა მსხვერპლ ქალებს უნდა შეეძლოთ იქამდე, ვიდრე მას არ ექნება დამოუკიდებლად უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა რეაბილიტაცია და დაეხმაროს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, განათლების მიღებასა და დასაქმებაში ხელშეწყობით”,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები