LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგას შოკისმომგვრელი გამოსვლა სუპერბოულზე (ვიდეო)

134

ლეიდი გაგამ სუპერბოულის შოუზე, რომელიც გუშინ ჰიუსტონში გაიმართა, სრული ფურორი მოახდინა. ვარსკვლავმა იმღერა, იცეკვა, დაუკრა ფორტეპიანოზე, შემდეგ კი ბურთის დასაჭერად სცენიდანაც გადმოხტა.  

ამის მიუხედავად, თაყვანისმცემლები, რომლებიც მიჩვეულები არიან ლეიდი გაგასგან პოლიტიკური შეხედულებების მოურიდებლად დაფიქსირებას,  იმედგაცრუებულები დარჩნენ, რომ 30 წლის მომღერალმა არ გამოიყენა ეს საშუალება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებისთვის.

თუმცა, როგორც ჩანს, გაგამ მსუბუქი „მუჯლუგუნი“ არჩია ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმიგრაციულ პოლიტიკასა და მექსიკის კედლის აშენების შესახებ.

მომღერალმა საკუთარი 12 წუთიანი გამოსვლა God Bless America-თი დაიწყო, შეასრულა “This Land is Your Land”, რომელიც, შესაძლოა, ჩაითვალოს არაპირდაპირ მიმართვად ადმინისტრაციისადმი. სიმღერა ბერლინის კედლის შესახებ დაიწერა.

„მე მწამს თანასწორობის და ქვეყანაში სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიკეთის,“ – განაცხადა გასულ კვირას გაგამ და აღნიშნა, რომ შოუზე სწორედ ამაზე გააკეთებდა აქცენტს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები