LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკერსი შაკილ ონილს ძეგლს დაუდგამს

102

”ლეიკერსის” არენაზე შაკილ ონილის ქანდაკებას დადგამენ.
ბრინჯაოს შაკი მაყურებელს 2016/17 წლების სეზონიდნ მიესალმება.

”ვიმედოვნებთ, რომ შაკი შეურთდება სხვა ლეგენდებს, რომლებთაც პატივი ერგოთ საკუთარი სტატუა ეხილათ ”სტეიპლს ცენტრში”. შაკილი უზარმაზარია არა მარტო თავისი ზომებით, არამედ იმით, რაც ჩვენთან თამაშის დროს გააკეთა. მან ”სტეიპლს ცენტრი” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არენად აქცია”, – თქვა ”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” პრეზიდენტმა და თანამფლობელმა ჯენი ბასმა.

არენასთან უკვე დგას ჯერი უესტის, მეჯიქ ჯონსონის და ქარიმ აბდულ-ჯაბარის ქანდაკებები.

შაკილ ონილმა ”ლეიკერსში” რვა სეზონი გაატარა და სამჯერ გახდა ჩემპიონი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები