LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი და პარტია “მოქალაქეები” გომელაურის გადადგომას ითხოვენ

155
6ალექსანდრე-ელისაშვილი-1

ალეკო ელისაშვილი და პარტია “მოქალაქეები” შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შემდეგ, ხელისუფლების უუნარობა დადასტურდა, რის გამოც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა.

“მოქალაქეების” თქმით, მძარცველის ხელიდან გაშვებით ბანკებზე თავდასხმის წახალისება მოხდა, რის გამოც პასუხისმგებლობა ვახტანგ გომელაურს ეკისრება.

“ქართულმა ოცნებამ” ასე ლაღად, თავისუფლად მძარცველის გაშვებით ამ ღარიბ, გაჭირვებულ და მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ქვეყანაში წაახალისა ბანკებზე თავდასხმები. ქართული სახელმწიფოს სიბეჩავის წარმოდგენის ფონზე უბრალოდ დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები ისევ განაგრძობენ თანამდებობაზე ყოფნას,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები