LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას

949

ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს პატარა შეეძინათ. ამის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი. მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე ლელას მიულოცა და აღნიშნა:

„ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს, ჩემს უსაყვარლეს ადამიანს და ცხოვრების დიდ ნაწილს Lela Kiladze-ს, ვულოცავ პატარა თრინითის დაბადებას! მიყვარხართ!“

როგორც ჩანს, პატარას სახელი ცნობილი ფილმის – „მატრიცას“ გმირი ქალბატონის, თრინითის გამო დაარქვეს. მას მსახიობი კერი ენ მოსი განასახიერებს. ცნობილია გუკა რჩეულიშვილის დიდი სიყვარული კინოს მიმართ…

შეგახსენებთ, რომ ლელა კილაძისთვის ეს მეოთხე შვილი გახლავთ. ორი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ერთი ბიჭუნა, ალექსანდრე – თბილისის ექსმერისგან, გიგი უგულავასგან, ახლა კი გოგონა შეეძინა გუკა რჩეულიშვილისგან.

ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ გუკა დაპატიმრებულია „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით. მისი დაპატიმრების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ წყვილი პირველ ერთობლივ შვილს ელოდებოდა. გუკას მსახიობ ნუცა კუხიანიძისგან გოგონა ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები