LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია ახალ კლიპს კონცერტზე დამსწრეებთან ერთად გადაიღებს

190
lelawurwumiasohoneclip

ბათუმში, “ნიუ სოჰოში”, 8 აგვისტოს ლელა წურწუმიას სოლოკონცრტი გაიმართება, თუმცა სანამ ბენდ “ნონ-სტოპთან” ერთად მომღერალი საკუთარ რეპერტუარს წარმოადგენს, მანამდე რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი კლიპისთვის კადრებს გადაიღებს.

სიმღერა ძველია, კარგად ნაცნობი – “ციცინათელების” ახალ ვერსიაზე ლელა წურწუმიას დისშვილმა იმუშავა, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობს.

ლელა წურწუმიამ ახლახან გაავრცელა ვიდეო, სადაც კლიპის გადაღების შესახებ აცნობა კონცერტზე დამსწრეებს და მათ სთხოვა, თეთრი ტანსაცმელი მოირგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები