LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია: „საქმე იქითკენ მიდის, რომ ყველას მოგვიწევს აცრა… მე უკვე ავიცერი და ეს იქნება ჩემთვის ხსნა…“

282
lelawurwumia255

ლელა წურწუმიამ „მთავარი არხის“ სიუჟეტში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა აცრის გაკეთება.

„ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი, მამულიჩა, მარიამი, ჩემი დები, დისშვილები, ვიცრებით. ფაქტობრივად, ერთი წელია, ჩვენს საქმეს ვეღარ ვაკეთებთ, ჩვენი პროფესია მიბმულია ხალხმრავლობასთან, ჩემს კონცერტებზე არის ზეანშლაგები და ბევრი მაყურებელი მოდის, ამიტომაც უნდა ვიყო დაცული, რომ არ დავინფიცირდე, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდე ჩემს მაყურებელსაც.

საქმე იქითკენ მიდის, რომ ყველას მოგვიწევს აცრა და თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ზაფხულია, ცხელა და იმდენად რთულია პირბადით სიარული, რომ მართლა შემწუხებია გული და ცუდად გავმხდარვარ. წარმოგიდგენიათ, სიცხეში კიდევ პირბადე რომ გიკეთია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ართულებს სუნთქვას? ჩემი ბენდის წევრებიც დარეგისტრირდებიან და აიცრებიან აუცილებლად…

მოვედი მშვიდად, გამიზომეს სიცხე, შევავსე ბლანკი, გამომკითხეს ჯანმრთელობის შესახებ… ავიცერი… ჩემთვის, ღმერთმა ქნას და ეს იქნება ნამდვილად ხსნა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები