LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია: „ყველაზე მეტად არ მომწონს ზიზღის ენა, როცა ადამიანები საკუთარი არჩევანის გამო ილანძღებიან…“

182
lelawurwumia201030

ლელა წურწუმია „მთავარ არხზე“ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ბათუმიდან ტელეფონით ჩაერთო და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს.

ლელა წურწუმია:

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ხმა, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვიყოთ ყველა გარდამტეხი, გარდაქმნის პროცესის მონაწილე.

პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას. ყველაზე მეტად არ მომწონს ზიზღის ენა, როცა ადამიანები საკუთარი არჩევანის გამო ილანძღებიან. ყველაზე აქტიურ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ – ეროვნული მოძრაობიდან დღემდე მოყოლებული რამდენი არჩევნების მომსწრე ვარ. ერთი-ორჯერ იყო, როცა არ გახლდით საქართველოში, სხვა შემთხვევებში სულ ვმონაწილეობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ვფიქრობ, რომ ეს არის მოვალეობა ჩემი ქვეყნის მიმართ.

მესმის, რომ ადამიანები კორონავირუსის გამო შეშინებულები არიან. თავიდან უფრო გვეშინოდა, მაგრამ ადამიანები ყვეალფერს ვეჩვევით, სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი, ბევრი რამ გაჩერდა. ჩვენ ამ პირობებში, დღეს, ხომ დავდივართ მაღაზიებში, მარკეტში, იქ ხომ არის საზოგადოება, ხელით ვეხებით ათას რაღაცას ამიტომაც უმორჩილესი თხოვნა იქნება ყველა მოქალაქისადმი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს, არჩევნებში. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ნუ შეგეშინდებათ, ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მერე შეიძლება, გული დაგვწყდეს, ისეთი რაღაცები მოხდეს. როგორც აცხადებენ, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები