LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” გამოდის ინიციატივით – ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს

227
11

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ინიციატივით გამოდის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოს პარლამენტმაც მოუსმინოს უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას.

ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

“მინდა წინადადება გავაჟღერო და პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს მივმართო, რომ “ლელო საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით – ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ეს არ არის ბერლინის კედელი, ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის! – ზელენსკის ემოციური მიმართვა ბუნდესტაგს

ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება, მაგრამ არ ნებდება – ზელენსკის მიმართვას კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ