LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო-საქართველოსთვის” თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

55
ლელო

პარტიამ “ლელო-საქართველოსთვის” თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს ადამიანები “ლელოს” გამორჩეული ლიდერები არიან.

“ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისს, მის მმართველობას ჩამოვაშოროთ “ქართული ოცნება” და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თბილისში და ასევე, ყველა ადგილობრივი მმართველობით ორგანოში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, იმას, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქები კრიზისიდან.

ამ შემთხვევაში, თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელიც ახლა “ქართული ოცნების” მიერ არის შექმნილი,”- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები