LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

81

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის  გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები