LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე 2 პირი დააკავეს

63
პოლიცია-შსს-პატრული

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 370-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

შემთხვევა ლენტეხში: მელე-თბილისის მიკროავტობუსის ნაცემი მძღოლი გარდაიცვალა

მამაკაცს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილობრივი დაესხა თავს. წინასწარი ცნობითვე, ნაცემი მამაკაცი ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს.

ცნობისთვის, 5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები