LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულს არ სცილდება (ფოტო)

11369
dicapriokamila

ლეონარდო დიკაპრიოს გრაფიკი კანის კინოფესტივალზე ძალიან დატვირთულია. ცოტა ხნის წინ მან კოლეგებთან ერთად ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი, „ერთხელ ჰოლივუდში“ წარადგინა. ამჯერად კი პაპარაცებმა ის შეყვარებულთან, 21 წლის კამილა მორონესთან ერთად გამოიჭირეს. კამილა და ლეო კანში ერთად ჩაფრინდნენ და მათ უკვე ხშირად ვხედავთ საფესტივალო დღეებში.

ამჯერად 44 წლის დიკაპრიო და 21 წლის მორონე კატერით სეირნობისას დააფიქსირეს, როდესაც ლეო შეყვარებულს ყოველ ნაბიჯზე თან დაჰყვებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები