LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეპსი, როზენბაუმი, კირკოროვი – ისრაელმა რუსი არტისტების ყველა კონცერტი გააუქმა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

8092
რუსები

ცნობილი ხდება, რომ პუტინის რეჟიმის მხარდამჭერ არტისტებს ისრაელში დაგეგმილი კონცერტები გაუუქმდათ. ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსმა არტისტებმა უკრაინასთან რუსული აგრესია გაამართლეს და პროპაგანდისტულ კონცერტებში მიიღეს მონაწილეობა.

მათ შორის აღმოჩნდა მუსიკოსი ალექსანდრ როზენბაუმი, რომელსაც ივნისში ისრაელში კონცერტების სერია ჰქონდა ჩანიშნული. როზენბაუმი რუსული სვასტიკის Z ნიშნის ქვეშ გამართულ ყველა კონცერტში მონაწილეობს, რაც ადასტურებს მის მხარდაჭერას რუსი აგრესიული რეჟიმის მიმართ. ისრაელის „შავ სიაში“ აღმოჩნდნენ ასევე ფილიპ კირკოროვი და გრიგორი ლეპსი, რომელთა კონცერტები ზაფხულში იყო დაგეგმილი. დიდი ალბათობით, ამ მუსიკოსებს ისრაელში კონცერტების გაუქმებით, შემოსავლის მთავარი წყარო შეუწყდათ. არტისტებს ქვეყანაში შესვლაც აეკრძალათ.

„კრემლის სასახლეში“ დაგეგმილ ფილიპ კირკოროვის „გრანდიოზულ” კონცერტზე ბილეთები არ იყიდება

პუტინის აქტიურ მხარდამჭერ გრიგორი ლეპსს სცემეს – მომღერალი ჩაშავებული თვალებით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები