LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყნაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის

33
217413500-4257901327600138-9138764669404108425-n

სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ „4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყნაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის“.

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული.. ასე რომ, ეს არის მთავარი ამოცანა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების, რომ სიტუაცია იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია, და თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს რეალიზებული. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ფაქტებზე, ვსაუბრობთ ემოციებზე, ვსაუბრობთ პროტესტზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყნაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე მათ ზრუნვა შეძლონ და ეს პასუხისმგებლობა აქვს პირდაპირ მთავრობას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებითვე, საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ  და მართვადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები