„ქართული ოცნების” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და ჩვენი ვარაუდით 1 200 000 000 დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია, ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირპდაპირი ამოცანა, რომ ჩვენს მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას და ნაწარმს. პრემიერ-მინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული.

ასევე, მოცემულია თითეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითმკმარი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი მონდომებით და ერთად მუშაოებით.

„მინდა, თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, თანადაფინანსებას, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ყველა მიმართულებაში; მხარდაჭერას როგორც მრავალწლიანი კულტურების გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ქონდა სრულად გამოვიყენოთ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. Ad desktop banner Ad mobile banner

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები