LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გელბახიანი EFA-ს საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს

1101
2-copyasdasdasdasdas

ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (European Film Awards) ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს.

ამავე ნომინაციაში ლევან გელბახიანთან ერთად წარდგენილი არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენიპიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი. გამარჯვებულები გამოცხადდება ევროპული ფილმის 32-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება.

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა

რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი ოსკარზე შვედეთმა წარადგინა. ფილმმა ასევე გამარჯვება მოიპოვა მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

გარდა ამისა, ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

https://www.facebook.com/europeanfilmawards/photos/a.168353759885038/2512212572165800/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები