LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძემ რუს კონსერვატორებს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სთხოვა (ვიდეო)

272
BeFunky-collage (2)

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რუს კონსერვატორებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვით ავრცელებს. ის აღნიშნავს, რომ რუს კონსერვატორებს თხოვნითი წერილები პირადად გადაუგზავნა.

„წუხილთან ერთად მწარედაც მეცინება იმაზე, რომ ის ხალხი რომლისთვისაც ერთი საყვედურიც არ გვითქვამს, რატომ არ მოხვედით ვერის ბაღში ზნეობისა და ტრადიციის დასაცავადო, გვსაყვედურობს, რატომ არ ესარჩლებით ჩვენს სასახელო ექიმსო. ეს ამ ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს.

მათ მგონი მართლა ჰგონიათ, რომ Facebook-ზე პოსტების დადებით ძალიან ბევრს შრომობენ და ვაჟა გაფრინდაშვილს დიდ საქმეს უკეთებენ. ამიტომ ერთგვარი თვითკმაყოფილების განცდით განგვიკითხავენ, ვინც მართლა რაღაცას ვაკეთებთ ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად. მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენი ამ საჭურისი მთავრობის წევრები არ ვართ და არც რუსეთის აგენტები. როგორც ბრალს გვდებენ. ასეთ შემთხვევაში მართლა ლამის რუსეთის აგენტობა ინატრო კაცმა, რომ ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ შენს თანამემამულეს რამით მაინც შეძლო და დაეხმარო. 

ალბათ არავის გაგაკვირვებთ და დიდ საიდუმლოს არ გავამხელ თუ გეტყვით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისთანავე მე პირადად დავუგზავნე თხოვნითი წერილები იმ რუს კონსერვატორებს ვისი საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შემოტრიალება შევძელით ღვთის შეწევნით და ამ წერილებში ვთხოვთ მათ დამხარებას ბატონი ვაჟას განთავისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არც მაგ კონსერვატორებს უსმენენ პუტინის რუსეთში, როგორც ჩვენ საქართველოში“, – ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები