LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG უახლესი თაობის სარეცხი მანქანები და მტვერსასრუტები უკვე საქართველოშია

202

„მეტრო მარტის“ მაღაზიებში უკვე იყიდება LG-ის ახალი, 40%-ით უფრო ენერგო ეფექტური, Titan 2.0 სარეცხი მანქანები, რომელბიც აღჭურვილია თანამედროვე სმარტ ფუნქციებით და უღვედო DirectDrive ძრავით, რაც მათ რეცხვის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს, ამცირებს ვიბრაციას და ხმაურს. Titan2.0-ს გააჩნია ახალი ეკოჰიბრიდ ტექნოლოგია, რაც გულისხმობს სტანდარტული გაშრობის რეჟიმსა და ეკოგაშრობის რეჟიმს. ეს ტექნოლოგია იძლევა წყლის ეკონომიის საშუალებას – რეცხვის თითოეულ ციკლზე 22 ლიტრს. სარეცხი მანქანის მართვა შესაძლებელია სმარტფონის საშუალებითაც, რომელიც მანქანას დამატებით ფუნქციებს შესძენს და მის მოხმარებას უფრო მოსახერხებელს და სასიამოვნოს გახდის.

რაც შეეხება LG-ის უსადენო და თავისუფალი მართვის სისტემით აღჭურვილ Cordzero მტვერსასრუტებს. მათ გააჩნია მტვრის დაპრესვის სისტემა და მუშაობს ბატარეებზე 100 წუთამდე დროით. Cordzero მოდელების სპეციალური სენსორის საშუალებით, მუშაობის პროცესი მეტად კომფორტული ხდება, რადგან სენსორი აღიქვამს ადამიანს და მიყვება მას ერთი მეტრის დისტანციაზე. გარდა ამისა ისინი აღჭურვილია უახლესი ტიპის „სმარტ ინვერტერ მოტორით“, რომლის ზომა შემცირებულია 28%-ით, წონა – 22%-ით, ხოლო ეფექტურობა გაზრდილია 13%-ით. ძრავს გააჩნია 10 წლიანი გარანტია და მისი სასიცოცხლო ციკლი შეადგენს 1000 საათს.

LG-მ უახლესი თაობის ტექნიკის პრეზენტაცია „თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ „მეტრო მარტის“ მაღაზიაში გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „LG ელექტრონიქსის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქტის მენეჯერი ტაჯან კიმი და „მეტრო მარტის“ პროდუქციის კატეგორიის მენეჯერი, ელდინო თუნგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები