LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძე 76 წლის გახდა

154
ლიანა ისაკაძე მთავარზე

ცნობილი ქართველი მევიოლინე, ლიანა ისაკაძე დღეს 76 წლის გახდა. მუსიკოსი ქალაქ თბილისში 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს.

1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინეთში მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი”; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა კონცერტებს მსოფლიოში. 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის ,დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლ. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 7 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო 3 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში პრემია აიღო საბჭოთა კავშირის მევიოლინეთა კონკურსზე უფროსთა შორის, 18 წლის ასაკში გაიმარჯვა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარგარეტა ლონგის და ჟაგ ტიბოს სახელობის მევიოლინეების საერთაშორისო კონკურსში პარიზში, ამას მოყვა აგრეთვე უმნიშვნელოვანესი მევიოლინეების კონკურსში გამარჯვება ფინეთში სიბელიუსის სახელობის კონკურსზე პირველი პრემია და გრან-პრი. 2000 წელს Süddeutsche Zeitung-მა გამოსცა სპეციალური სერია ,,საუკუნის მევიოლინეები“ და ამ სერიაში გამოიცა  აგრეთვე ლიანა ისაკაძის CD, რაველის სონატის ჩანაწერით.

33 წლის ასაკში ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, ამ ასაკში მხოლოდ ორმა მუსიკოსმა მოიპოვა ეს წოდება ვლადიმერ ტრეტიაკოვმა და ლიანა ისაკაძემ.

მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; დააარსა ბიჭვინთაში ერთ-ერთი უძველესი კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები