LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთის” სოციალური ბარათის მფლობელები „ფარმადეპოში“ ფასდაკლებით ისარგებლებენ

971
Medical supplies, pills and capsules

დღეიდან, ლიბერთი ბანკისსოციალური ბარათის მფლობელებსფარმადეპოში“ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ლიბერთი ბანკსა“ და სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ შორის ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 6 აგვისტოდან „ლიბერთის“ სიციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ფარმადეპოს“ 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას საუკეთესო ფასით შეძლებენ.

სპეციალური ფასები გავრცელდება „ლიბერთის“ სოციალური ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად: გულსისხრძაღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება „ფარმადეპოს“ ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების და დაზღვევის გამოყენების შემთხვევაშიც.

“ლიბერთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან – სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოსთან” ერთად, შევძელით ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და დღეიდან პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით”, – განაცხადალიბერთი ბანკისგენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მომხმარებელს. ამ პროექტის ფარგლებშიც, გავითვალისწინეთ სოციალური ბარათის მფლობელების საჭიროებები და ვეცადეთ, სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება შეგვექმნა. იმედი გვაქვს, შევძელით მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მედიკამენტებზე გაწეული ყოველთვიური ხარჯები,“- განაცხადა კომპანია „გეფას“ საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები