LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიდერის გარეშე, რომელსაც არ აქვს ქარიზმა, წარმატების მიღწევა შეუძლებელია“ – ელტონ ჯონის ცნობილი გამონათქვამები

6950
ელტონ ჯონი

„არ მიყვარს პოპულარობა არც საკუთარი, არც სხვისი. პოპულარობა ალკოჰოლს ჰგავს, რაც უფრო მეტს სვამ, მით უფრო მეტი გინდა“, – თვლის ელტონ ჯონი, რომელმაც აღიარების მოპოვებამდე მარცხიც მრავალჯერ იწვნია, თუმცა ოცნებებზე მაინც არ თქვა უარი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ელტონ ჯონის ცნობილ ფრაზებს:

შანსი ყველას ეძლევა, მთავარია გაიგო, რომ ბედისწერა ყველას თავისებურად ეთამაშება.

სიძულვილი – ძლიერი გრძნობაა. მძულს მილიტარიზმი, მძულს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს, მძულს ყველაფერი, რაც ნეგატივს ამრავლებს.

როცა ცუდად ხარ, ნუ გადააბრალებ საკუთარ მარცხს სამყაროს არასრულყოფილებას, რადგან მაინც არაფერი გეშველება.

თუ გინდა იცხოვრო, შეავსე ყოველი დღე ახალი სიცოცხლით!

ლიდერის გარეშე, რომელსაც არ აქვს ქარიზმა, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

სანამ საკუთარ თავშესაფარს მიაგნებ, მანამდე უამრავ ტკივილს და სიყვარულს, სიხარულს და იმედგაცრუებას იგემებ, რადგან სწორედ ამას ჰქვია ცხოვრება.

მუსიკა საუკეთესო მკურნალია, რადგან სხეულის დატოვებას და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვას გაიძულებს.