LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვაში ბათუმის პოპულარობა იზრდება – წამყვანმა ტელევიზიებმა სიუჟეტები მოამზადეს

45
248557456-3161673107438961-2223987656986951823-n

ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიები აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე სიუჟეტებს ამზადებენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდიველი და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ მომზადებული სიუჟეტები ლიეტუვაში ოქტომბრის ბოლოს გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები