LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვის პრემიერი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს

46
FORTUNA.GE- (2)

“ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც თქვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.” – აცხადებს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი და მზადყოფნას გამოთქვამს, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა საქართველოსა და ლიეტუვას.

ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ინგრიდა სიმონიტე საუბრობს მისალოც წერილში, რომელიც მან გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

სიმონიტე პრემიერს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ისევე როგროც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო და ლიეტუვაც შეძლებენ 2020 წლის მტავარი გამოწვევის, პანდემიის დამარცხებას:

“ნება მიბოძეთ, ლიეტუვის მთავრობის სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა. ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მადლობას მოგახსენებთ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის მოლოცვისთვის. მზად ვარ, მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს. ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც თქვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.

მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყნები, მოიცვა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და მისგან მომდინარე შედეგებმა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის გარდამტეხი მომენტია. ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ლიეტუვამაც მოუწოდა ევროპის კომისიას ისეთი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნისკენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ადრეულ ეტაპზე შეაძლებინებს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები ახლო მომავალში შესძლებენ ამ გამოწვევის დაძლევას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას და ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენ, ხოლო ქართველ ხალხს – გამარჯვებასა და კეთილდღეობას.” – აღნიშნულია მისალოც წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები