LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგის წილისყრას შევჩენკო და ტოტი წაიყვანენ

94

2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დეტალები გახმაურდა.

იმის გამო, რომ ახალ სეზონში ტურნირის ფინალი უკრაინის დედაქალაქ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, გადამწყვეტი მატჩის ელჩად გამოცხადდება უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო, რომელიც, ამჟამად, უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

შევჩენკოსთან ერთად, სცენაზე ავა “რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი. სწორედ ეს დუეტი ჩაატარებს ჯგუფური ეტაპის წილისყრას.

ტრადიციულად, წილისყრის ცერემონია მონაკოში გაიმართება. თარიღია 24 აგვისტო, დაწყების დრო 20:00 საათი. საზოგადოებრივის მე-2 არხი ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ასევე ცნობილია ჯგუფური ეტაპის კალენდარი

24/08/17: წილისყრა

12–13/09/17: ჯგუფური ეტაპი, პირველი სათამაშო დღე
26–27/09/17: ჯგუფური ეტაპი, მეორე სათამაშო დღე
17–18/10/17: ჯგუფური ეტაპი, მესამე სათამაშო დღე
31/10/17–01/11/17: ჯგუფური ეტაპი, მეოთხე სათამაშო დღე
21–22/11/17: ჯგუფური ეტაპი, მეხუთე სათამაშო დღე
05–06/12/17: ჯგუფური ეტაპი, მეექვსე სათამაშო დღე

11/12/17: 1/16-ფინალი
13–14/02/18 და 20–21/02/18: პირველი მატჩები
06–07/03/18 და 13–14/03/18: განმეორებითი მატჩები

16/03/18: 1/4-ფინალის წილისყრა
03–04/04/18: მეოთხედფინალი, პირველი მატჩები
10–11/04/18: მეოთხედფინალი, განმეორებითი მატჩები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები