LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი ჯეიმსი პამელა ანდერსონის როლში –  მსგავსება გამაოგნებელია

191
pamelandersonred

ინტერნეტში „ჰულუს“ ახალი სერიალიდან „პეტი და ტომი“ ახალი კადრები გამოჩნდა. ფილმი „ფლეიბოის“ ვარსკვლავის, პამელა ანდერსონისა და მუსიკოსის, ტომი ლის თანაცხოვრების ისტორიას გვიყვება. პამელა ანდერსონის როლს ფილმში 32 წლის ლილი ჯეიმსი ასრულებს. ამჯერად პამელა ანდერსონის ცხოვრების იმ მომენტს იღებენ, როდესაც ის „მალიბუს მაშველებში“ მონაწილეობდა. ლილი ჯეიმსს ფოტოებზე პამელას ყველასთვის ცნობილი წითელი საცურაო კოსტიუმი აცვია.

სერიალის შემქმნელები უკვე გააკრიტიკა პამელა ანდერსონის უახლოესმა მეგობარმა, მუსიკოსმა ქორთნი ლავმა. ლავი ამბობს, რომ პროდიუსერები ცდილობენ თავიდან ააგორონ სკანდალი, რომელმაც თავის დროზე პამელასა და ტომი ლის ცხოვრება დაანგრია. საუბარია ინტიმურ ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტში 1995 წელს გავრცელდა და რამაც პამელას ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ პამელა და ტომი 1996 წელს დაქორწინდნენ, ქორწინებამ ორ წელს გასტანა.

ლილი ჯეიმსი

პამელა ანდერსონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები