LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი შვიდი საუკეთესო კინოისტორია

794
movies

მართალია, ბევრი დარწმუნებულია, რომ ფილმის ნახვას რომანის წაკითხვა ჯობია, მაგრამ რეჟისორები მაინც არ ნებდებიან, მით უფრო, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით მოდური გახდა რომანებისა და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიის ეკრანიზება. „ფორტუნა” გთავაზობთ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილ შვიდ საუკეთესო კინოისტორიას.

„გოგონა მატარებელში“ (The Girl on the Train, 2016) – პოლ ჰოკინსის რომანის მოტივებზე შექმნილი ტრილერის მთავარი პერსონაჟი რეიჩელ უოტსონია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იძიებს ახალგაზრდა ქალის მოულოდნელად გაუჩინარების ისტორიას.

„ჰოლოგრამა მეფეზე“ (A Hologram for the King, 2016) – დეივ ეგერსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული სოციალური კომედია ხელმოცარული ალან კლეის ისტორიაა, რომელიც ოჯახისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც თავგადასვლებსა და ხიფათში აღმოჩენილი, პირველად აფასებს ობიექტურად საკუთარ ცხოვრებას.

„ის“ (It, 2017) – ფილმის „დედა“ ავტორმა ენდი მუსკეტიმ მორიგ პროექტად ისევ საშინელებათა ჟანრი აირჩია, თუმცა ამჯერად ყურადღება სტივენ კინგის 1986 წელს გამოსულ რომანზე შეაჩერა და როგორც თავად აღნიშნა, ლიტერატურულ პირველწყაროზე ბევრად სისხლიანი და შემაძრწუნებელი ფილმი დადგა.

„დიდი შემცირება“ (The Big Short, 2015) – ადამ მაკქეის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მაიკლ ლუისის რომანის მიხედვით შეიქმნა, „ოსკარის“ პრემია კი, „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ ნომინაციაში მიიღო, პირველ რიგში მათთვისაა, ვინც არ სცნობს ეკრანიზაციებს, რადგან ამ შემთხვევასი კინოისტორია ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ლიტერატურული ორიგინალი.

„სალი: საოცრება ჰუდსონზე“ (Sully, 2016) – კლინტ ისტვუდის ბიოგრაფიული დრამა ტომ ჰენქსის მონაწილეობით, ჩელსი სალენბერგერის და ჯეფრი ზასლოუს მოგონებების მიხედვით შეიქმნა და მაყურებელს იმ პილოტთა გმირობაზე მოუთხრო, რომელთაც მდინარე ჰუდსონზე ექსტრემალური დაფრენის მიუხედავად, მაინც შეძლეს 155 მგზავრის გადარჩენა.

„ლომი“ (Lion, 2016) – სარა ბრაიერლის ავტობიოგრაფიული რომანის „გრძელი გზა სახლისკენ“ ეკრანიზაცია ინდოელ ბიჭუნაზეა, რომელიც ავსტრალიაში გაშვილების შემდეგ მთელი ცხოვრება დაკარგულ დედას და ძმას ეძებს.

„შენთან შეხვედრამდე“ (Me Before You, 2016) – ჯორჯო მოიესის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, პირველ რიგში სენტიმენტალური მელოდრამების მოყვარულებს გაახარებთ, რადგან ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელსაც მთელი გულით უყვარდება შეძლებული, თუმცა უნარშეზღუდული ბიზნესმენი და ყველანაირად ცდილობს მის დახმარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები