LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულის უსინათლო გულშემატკივარს მეგობარი მოუყვა როგორ გაიტანა სალაჰმა (ვიდეო)

7367546-0-image-a-2_1544682869623

„ლივერპულის“ გულშემატკივარი თავის უსინათლო მეგობარს მოუყვა როგორ გაიტანა სალაჰმა გოლი, მასაც რომ გახარებოდა.

უსაზღვროდ ამაღელვებელი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „ლივერპულმა“ 1:0 მოუგო „ნაპოლის“ და პლეი-ოფში გავიდა. კარგი რაღაცეები ხდებოდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

ინგლისელთა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ნეაპოლელთა კარში გადამწყვეტი ბურთი 34-ე წუთზე შეაგდო. ამ მომენტში ბუნებრივია აფეთქდა მთელი ტრიბუნა, მათ შორის ერთი ისეთი შშმ ქომაგი, რომელიც გოლს ვერ ნახავდა. მასკენ იქვე მყოფი ამხანაგი დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა როგორ გაიტანა გოლი ეგვიპტელმა.

ამ ბიჭს მაიკ კერნი ქვია, მას პრობლემები მტელი ცხოვრებაა აქვს. ასაკის მატებასთან ერთად მაიკი სულ უფრო უარესად ხედავს, მაგრამ არ ნებდება.

“ენფილდზე” არის სპეციალური სერვისი ცუდად მხედველთათვის – შეუძლიათ აიღონ ყურსასმენი და მატჩის კომენტარს უსმინონ.

„ლივერპული“ პლეი-ოფშია და ორშაბათს მერვედფინალის მეტოქეს შეიტყობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები