LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბაგრატიონი: „დამთავრდა ჩემი გადაცემების ციკლი… გული დამწყდა…“

243

ლიზა ბაგრატიონის გადაცემა „პირველ არხზე“ დასრულდა. მომღერალი არ ამხელს, გაგრძელდება თუ არა მისი მუსიკალური პროგრამა მომავალი სეზონიდან. წერს, რომ გული დასწყდა.

დღეს შემსრულებლის დაბადების დღეც არის… სტატუსს სწორედ ამით იწყებს:

„მინდა, ჩემი დაბადების დღე მადლობებით აღვნიშნო!!!

წელს განსაკუთრებით მიხარია რატომღაც.

წინა შაბათს დამთავრდა ჩემი გადაცემების ციკლი! ვაღიარე, გული დამწყდა!!! მინდა მადლობა ვუთხრა ყველა საღამოს სტუმარს, ჩემს კოლეგებს, მომღერლებს, მუსიკოსებს!! ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრს!! დაჩი და დოლიკ მადლობა!! ჩემს გოგოებს: ბაკას და სოფოს Elene Baka Kvirtskhalia საოცარი თანადგომისა და კომფორტისათვის!!! ლექსოს არაჩვეულებრივი გახმოვანებისთვის, რაც ასეთი იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში. ჩემი სტილისტების მთელ ჯგუფს საოცარი იზას ხელმძღვანელობით! და როგორც ყოველთვის, ჩემს ნინოს და მის ატელიეს Nino&Tiko Tiko Nebieridze ! დიდი მალობა რუსო მანჯგალაძეს და ჩემს სერგის Sergi Gvarjaladze ნდობისთვის!!! მადლობა ყველას, ვინც ერთგულად გვიყურებდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები