„ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ. ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი,“ – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

რადას დეპუტატის თქმით, მისი მიზანია სააკაშვილს პიროვნულად დაეხმაროს და გადასცეს უკრაინის მხარდაჭერა. იასკოს განცხადებით, ის მუდმივ კავშირზეა უკრაინულ მხარესთან და ძალიან უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში.

„სამწუხაროდ, ვხედავ როგორ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ჩანს როგორც მისი სახით, ასევე საუბრითა და ენერგიით. რა თქმა უნდა, მორალურად მხნედ არის, რადგან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, როგორებიც 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან.

ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი.

ჩემი მიზანია მას დავეხმარო პიროვნულად და გადავცე უკრაინის მხარდაჭერა. მე, როგორც დეპუტატი, მუდმივ კავშირზე ვარ უკრაინულ მხარესთან, ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში.

ის დაპატიმრებულია საქართველოში და მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. არ ვიცი როგორ მდგომარეობაში იქნება, როდესაც შემდეგ ჯერზე ვნახავ,“ – აღნიშნა ლიზა იასკომ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები