LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: სასურველია, რომ უკრაინის მიმართ საქართველოდან მეტი მხარდაჭერა იყოს

93
ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, კარგი იქნება, საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერა იყოს.

“უკრაინელები საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას გრძნობენ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოფიციალურ დონეზე, უფრო მეტი მხარდაჭერა იყოს აღნიშნული. რა თქმა უნდა, კითხვები იბადება, ასე რატომ არ ხდება. მინისტრი კულება გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იყო წამოჭრილი”, – თქვა იასკომ”ფორმულას ეთერში.

და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ლიზა იასკოს მიაჩნია, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერა უფრო მეტი რაოდენობით უნდა აღინიშნებოდეს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას ესაუბრა. როგორც უწყებაში აცხადებენ,  ზალკალიანმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სოლიდარობა გამოუცხადა მათ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას აქტიურად მოუწოდებს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას არსებულ კრიზისულ სიტუაციაში.

დღესვე, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ბოლო კონსულტაციები სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის პარლამენტში დილიდან უნდა გაიმართოს.

მორალური ტესტი უკრაინაზე: მხარი დაუჭირეთ უკრაინას და უწოდეთ პუტინს აგრესორი – გიორგი მარგველაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები