LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ყენია და რატი გაჩეჩილაძე – ამბავი ეკრანს მიღმა

1203

ლიზა ყენიასა და რატი გაჩეჩილაძის წყვილი, ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ტანდემია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. ისინი, როგორც თავად ამბობენ, არასდროს ჩხუბობენ, ერთმანეთს უთმობენ და შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა თავიდან რატის მოეჩვენა, რომ ლიზა ძალიან უჟმური იყო…

ლიზასა და რატის რეპეტიციაზე შევხვდით, სადაც თავიანთ ახალ ცეკვაზე მუშაობდნენ…

ლიზა, პროექტში მონაწილეობა ადვილად გადაწყვიტე?

უსაქმურად ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. ვკითხულობდი, ერთი წელია, პროექტში არ ვყოფილვარ და რა უბედურებაა-მეთქი. ეს წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ტელეფონზე ზარი გაისმა. შემომთავაზეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა და ვიყავი უბედნიერესი ამ შემოთავაზებით. დავთანხმდი, შევხვდი გიგი გაჩეჩილაძეს, ნახა როგორ ვცეკავვდი და გადაწყვიტა, რომ მის ძმასთან უნდა მეცეკვა. გამაცნო რატი (იღიმის).

DSC_2432რატი:

ლიზა გამაცნეს, მივესალმე, მაგრამ თავად შეჭმუხნული სახით იდგა და იკითხა, რეპეტიცია როდის გვაქვსო. ვიფიქრე, რა უჟმური გოგოა-მეთქი. თავიდან მეგონა, რომ სულ ჩუმად იქნებოდა და ხმას არ ამოიღებდა, ვიფიქრე, ვაიმე, დედა-მეთქი. ახლა ვარჯიშის დროს ვაჩუმებ ხოლმე ზოგჯერ, ხელით (იცინის).

როგორი გოგოა?

ძალიან ნიჭიერი. მით უმეტეს, ახლა აზარტში შევიდა და გამოაჩინა შრომისმოყავრეობა. თავიდან მონაწილეები ვერ ხვდებიან, ამ პროექტში მონაწილეობა რამხელა შრომას მოითხოვს, შემდეგ კი თავადაც უნდათ ეს ყველაფერი და ბევრს მუშაობენ, ამის გარეშე არაფერი გამოდის.

რამდენ საათს მუშაობთ?

ორი საათი აქ და შემდეგ ჩემთან, სტუდიაში, თუმცა არა გადაბმულად. ამის მომხრე არ ვარ, რადგან იღლება ადამიანი და ვეღარ ითვისებს. მირჩევნია, დილას 2 საათი ვირეპეტიციო და საღამოს 2-3 საათი.

ლიზა, როგორ მოქმედებს შენზე ჟიურის შეფასებები?

რაც ქულებსა და ესემესებს ეხება, ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, თუმცა არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მირჩევნია, ჟიურის წევრებს მოვუსმინო და მათი სიტყვიერი შეფასებები გავითვალისწინო. ვცდილობ, ამაზე ვიფიქრო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას მეუბნება გოჩა, რადგან ის ტექნიკურად გვაფასებს.

რატი:

ჭკვიანი გოგო ყოფილხარ შენ (იცინიან).

ჩხუბობთ?

ლიზა:

არა, მაქსიმუმ რატი მეჩხუბოს. ჩვენ არ ვართ მოჩხუბარი წყვილი. სხვებს რომ ვუყურებ, ისინი მეტად ჩხუბობენ. ჩვენ დავსხდებით და პოპკორნები გვაკლია, ისე ვუყურებთ სხვებს.

DSC_2452რატი:

წინა კვირას „გავუჭედე“… მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, ლიზას ვეუბნები, ახლა უფრო მეტ პატივს გცემ-მეთქი (იღიმის).

ლიზა, რომელი იყო ყველაზე რთული გამოსვლა?

რუმბა, რომელიც ძალიან რთულად შესასრულებელი ცეკვაა. ის სახასიათოა და შესაძლოა, პროფესიონალმაც ვერ შეასრულოს. გამიჭირდა ძალიან, რადგან ქუსლებზე ვიდექი, კონცერტსა და ქორწილშიც ვერ ვიცვამ ქუსლიან ფეხსაცმელს, სახსრების პრობლემა მაქვს და როცა ქუსლიანი დიდხანს მაცვია, ფეხები მისივდება. აქ კი ვარჯიშიც ქუსლზეა და ხომ წარმოგიდგენია, რა მემართება… დავიტანჯე, მაგრამ ახლა რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა ჩამოვედი, სტანდარტის ფეხსაცმელი მაცვია და ამით ბედნიერი ვარ (იღიმის). რუმბას სირთულე კიდევ ის იყო, რომ ტექნიკურად არ არის ადვილი მისი შესრულება, არ დაემთხვა რეპეტიციები კარგად, რადგან რატის არ ეცალა…

რატი, ამის გამო „გაუჭედე“?

კი, რადგან თავიდან ბოლომდე არ იყო ჩართული ცეკვის მომზადებაზე. შესაძლოა, იმიტომ, რომ რაღაც არ გამოსდიოდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ როცა შენიშვნას ვაძლევდი, არ იმახსოვრებდა.

კონკურენციაზე რას გვეტყვით, არის შიდა დაძაბულობა?

ლიზა:

სხვადასხვა სეზონში ჩემი ახლობლები მონაწილეობდნენ და ვიცი ამ დაძაბულობის ამბები, მაგრამ რაც მსმენია, ჯერჯერობით, ჩვენ შორის ისეთი არაფერი ყოფილა.

DSC_2534რატი:

ჯერ ასეთი დაძაბულობის დრო არ დამდგარა, მაგრამ მალე დაიწყება. ზოგადად, როცა მონაწილეები იღლებიან, ნერვიულობენ, როგორ გამოიტანონ ცეკვა, ბევრი უძილო ღამე აქვთ გადატანილი, ყველაფერი რთულდება. ადვილად ეშლებათ ნერვები, რაღაც არ გამოსდით, მოკლედ, ათასი წვრილმანია, ეს პროექტი ემოციურად ანგრევს ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მაგარი პროექტია.

მე ერთი წესი მაქვს – როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობ, და ზოგადად, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ემოციები გვერდზე უნდა გადავდო…

ლიზა:

მეც აქ მყოფებს შორის ყველაზე ნაკლებად ემოციური ვარ. ამაზე მეღადავებიან კიდეც, რადგან ვერ გამოვხატავ გრძნობებს. თანაც, იმდენად მშვიდი ტიპი მყავს გვერდზე, რომ მეც ასეთი ვარ.

ძალიან ჰარმონიული წყვილი ჩანხართ. იკითხავენ, უფრო მეტი ხომ არ არის თქვენ შორის?

ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს, რადგან ერთნაირი ხასიათი გვაქვს. არის მომენტები, როცა ჩვენი განწყობები არ ემთხვევა, მაგრამ ვცდილობ, დავამთხვიო. რატი ჩემი უფროსია, მე- მოსწავლე და მივდივარ დათმობებზე. როცა ის გაბრაზებული, მე არ ვბრაზდები, მაქსიმალურად ვცდილობ, იმ შემთხვევაში ცოტა „მარტივი“ ვიყო. არის შემთხვევები, როცა მე ვარ განაწყენებული, გაბრაზებული და რატი მიწყობს ხასიათს, ასე რომ, ერთმანეთს ვაბალანსებთ… რაც შეეხება მეტს, მეტი არ არის, რაგდან ვმეგობრობთ.

DSC_2481რატი:

ლიზა ჩემი დაიკოა (იღიმის).

ლიზა, დედა, მაია ჯაბუა, როგორ უყურებს შენს მონაწილეობას პროექტში?

ყოველთვის აქ არის და მგულშემატკივრობს. სხვათა შორის, არასდროს ვიცი, რა ემოციებით უყურებს ჩემს გამოსვლებს. დედაჩემი ჩემზე ნაკლებად ემოცურია და ვერ შეატყობ. აქამდე რა პროექტშიც ვყოფილვარ, მისი რეაქციები არასდროს მინახავს, მხოლოდ სიუჟეტში, სადაც კადრი გამოჩენილა ან მეგობრებისგან გამიგია, მაია ძალიან ნერვიულობდაო. ლაივებზე აქტიურად დადის, მაგრამ მე რომ მხვდება, ვერ ვატყობ. მე და რატის გვეუბნება ხოლმე, „კვატებო“, კარგები იყავითო. კვატებს გვეძახის.

როგორ ფიქრობ, რატი, გაქვთ ფინალამდე მისვლის შანსი?

ამ პროექტში ვერასდროს გათვლი, სადამდე მიხვალ. ჩემი აზრით, მივალთ ფინალამდე, რადგან ეს ძალიან მინდა, მაგრამ ყველა ცეკვა გამოცდაა. მაყურებელს უნდა სთხოვო, რომ დაგიმესიჯონ.

ლიზა:

მე არ ვარ ის მონაწილე, რომელიც ფიქრობს ბინის ან მანქანის მოგებაზე. ამიტომ არ მოვსულვარ. არაფერი მაწყენს ზედმეტი, მაგრამ მონაწიელობის მიზეზი სხვაა – მინდა, კიდევ ერთხელ განვვითარდე, გადავდგა დიდი ნაბიჯი წინ, ყველაზე პატარა მონაწილე ვარ და ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება. ამას არ ვუყურებ, რომ მოვიგო სახლში, წავიდე იქ და გავთხოვდე (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი იქნება. ყოველი ტური, რეპეტიცია დამეხმარება, ამიტომაც მინდა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიდხანს ყოფნა.

რაც შეეხება ნომერს, ეს არის 95 339.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები