ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ოჯახისა და საყვარელი მამაკაცის, გიორგი წერეთლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:

„ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით. ჩემი შეცდომა, ალბათ, ის იყო, რომ ათი წლით უმცროსი ადამიანი შემიყვარდა. არ მინდოდა, ეს ასე მომხდარიყო, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. მე თვითონ ვაკოცე. ვიგრძენი, რომ ის იყო ჩემი მამაკაცი. მაგრამ ძალიან შემრცხვა, ასე რომ მოვიქეცი და წამოვედი იმ სამსახურიდან, სადაც ერთად ვმუშაობდით. გადავწყვიტე, მხოლოდ მეგობრებად დავრჩენილიყავით. მე ძალიან კარგი მეგობარი ვარ. მეგობრობას პირად ურთიერთობებში არ ვურევ. ასე რომ, ჩემი გრძნობების გამჟღავნების შემდეგ მისგან თავი შორს დავიჭირე. ცოტა ხანში თვითონ მოვიდა და მითხრა, შენ ხარ ის ქალი, რომელთან ერთადაც მინდა მთელი ცხოვრების გატარებაო“.

ლოლა ასევე საუბრობს იმ ახალ მამაკაცზე, რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ის მამით ფრანგია, დედით სომეხი და საფრანგეთში გაიცნო. მას ლოლას შესრულებული სომხური სიმღერა მოეწონა. როგორც ლოლა აღნიშნავს, მასთან ურთირეთობა აქვს, თუმცა დაქორწინება არ სურს. მამაკაცი კი მას ხელსა და გულს სთავაზობს.

„რა აუცილებელია ხელის მოწერა? ეს ნაბიჯი რომ გადადგა, ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს. მე კი ჯერ მხოლოდ მომწონს. ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უამრავი მსმენელი მყავს, ორი დისშვილი და ეს ყველაფერი ცხოვრებას მისვებს. ჩემ გვერდით მამაკაცია და რა საჭიროა ფორმალობები?“

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05