LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელმა დუმილი დაარღვია: „ოჯახის დანგრევის მიზეზი ზუსტად ეს ქალბატონი იყო“

25131
lolaweretelinews345

მომღერალმა ლოლა წერეთელმა ქმართან, გიორგი წერეთელთა გაშორების მიზეზი ჟურნალ „სარკესთან“ დაასახელა. ლოლამ აღნიშნა, რომ მათი ოჯახი იმ ქალბატონის, თამილა მარეხაშვილის გამო დაინგრა, რომელთან ერთადაც დღეს გიორგი უკვე ოფიციალურად ჩნდება.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუდან.

მინდა, პირადზე გკითხოთ. თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მომღერალმა, გიორგი წერეთელმა, საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული გააცნო. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?

ლოლა წერეთელი:

ჩვენი განქორწინების და ოჯახის დანგრევის მიზეზი ზუსტად ის ქალბატონი იყო. მე ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობდი, მაგრამ, რადგან საზოგადოებაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მათ ერთმანეთი ჩვენი განქორწინების შემდეგ გაიცნეს, ეს არის ტყუილი. ჩვენი ცოლ–ქმრული ცხოვრების დროს მოხდა მათი გაცნობა და დაახლოება.

ანუ თქვენც იცნობდით?

კი, ვიცნობდი. ჩვენს რესტორანში მე მივიღე მენეჯერად… ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ… მე სულმდაბალი ადამიანი არ ვარ და ვერ გეტყვით, ზოგადად ადამიანები ცუდად რატომ იქცევიან.

როდესაც ერთი კარი იკეტება, აუცილებლად იღება მეორეც. თქვენს პირადშიც ხომ არ არის სასიამოვნო სიახლე?

ჩემს მეუღლეზე 10 წლით უფროსი ვიყავი. მე არ ვარ 30 წლის ,,გოგოშკა” და, მგონი, ჩემი დრო აღარაა. ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო, ყველანაირად უზრუნველყოფილი უნდა ვიყო და დავისვენო. საკუთარ თავთან ჰარმონია უნდა მქონდეს.

თქვენი ყოფილი ქმარი ამბობს, რომ არ აგიკრძალათ მისი სიმღერების შესრულება. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ერთად შექმნილი სიმღერებია და უბრალოდ ,,ტრიპაჩობს”. პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს, ეს არის კოლეგიალურობა. ორიოდე სიმღერაა. მან მუზა დაკარგა, ახალ და კარგ სიმღერებს ვეღარ ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები