LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია კობახიძეზე: სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტი „ფეიკის“ მსხვერპლია

101
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება – ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კობახიძის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ევროპარლამენტი „ფეიკის“ მსხვერპლია სუსტია.

ლომჯარიას თქმით, გუშინ ევროპარლამენტარების კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე იყო დაფუძნებული.

„გუშინ ყველა გამომსვლელი ევროპარლამენტის წევრი იყო ძალიან კრიტიკული. ალბათ სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან „ფეიკ ნიუსების“ მსხვერპლი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ გუშინ პარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი არ საუბრობდნენ ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე, ისინი საუბრობდნენ გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საკუთარი დასკვნების საფუძველზე და ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული.“– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები