LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა

62
ing (10)

სახალხო დამცველი 20 ივნისს გამართულ აქციას აფასებს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა:

“ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:

1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;

2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;

3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;

4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქი;

5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად”, – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები