LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი 2021 წლის მთავარი მეგაპოლისია – საუკეთესოთა ქალაქების რეიტინგი კი ასე გამოიყურება

249
WBC-Social-Media

ლონდონი, ნიუ იორკი, პარიზი, მადრიდი და კიდევ რამდენიმე მეგაპოლისი The world Best Cities 2021–ის რეიტინგში უპირობო ლიდერები არიან. რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა 6 მთავარი კრიტერიუმი შეაჯამეს – კლიმატი, ქალაქში არსებული კომპანიები, კულტურული ცხოვრება, უცხოელების მიმღებლობა, კარიერული შესაძლებლობები და ქალაქის იმიჯი.
შეფასებისთის სტატისტიკური მონაცემები და ასევე ინტერნეტ–მომხმარებელთა გამოხმაურებაც გაითვალისწინეს.

1. ლონდონი

„დედაქალაქების დედაქალაქი“ ბრექსიტის კრიზისის შემდეგაც არ კარგავს პირველობას და უკვე მეექვსე წელია საუკეთესო მეგაპოლისების სიაში ლიდერობს.
2020 წელი ქალაქისთვის ძალიან რთული იყო და ნაკლებად რთული ალბათ არც 2021 იქნება. ევროკავშირისგან გამოყოფის შემდეგ ჯერ ისევ გაურკვეველია, თუ რომელი კომპანიები გააგრძელებენ ბრიტანეთთან ურთიერთობას, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია ჯერ ისევ სტაბილურია. ლონდონი გამორჩეულ მოწონებას იმსახურებს მწვანე საფარის, პარკებისა და სკევერების გამოც და უფრო კომფორტული ქალაქური ცხოვრების შემოთავაზება სხვა არც ერთ მეგაპოლისს არ შეუძლია.

2. ნიუ–იორკი

ამერიკის ურბანული გული პანდემიამ დატეხა. მარტსა და აპრილში მომხდარი ეპიდ–აფეთქების შემდეგ ნიუ–იორკი აშშ–ს კოვიდ–ეპიცენტრად გადაიქცა. აპრილში საავადმყოფოებში 18 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობდა, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 799–ს აღწევდა, მთლიანობაში კი ციფრები ბევრად უფრო შემაშფოთებელი იყო. თუმცა, ქალაქმა სწრაფი რეაგირების დამსახურებით ფეხზე დადგომა მაინც შეძლო. ნიუ–იორკელები გაერთიანდნენ და უხილავ ვირუსს ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ.

3. პარიზი

როდესაც პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი იწვოდა, პარიზელები ქუჩაში გამოვიდნენ და ლოცვა დაიწყეს. მათ ცოტა ხანში ტელევიზორის ეკრანებთან მთელი მსოფლიო შეუერთდა. საფრანგეთის დედაქალაქისთვის ეს ერთადერთი დარტყმა არ ყოფილა და მას რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის გადატანაც მოუხდა. მიუხედავად ამისა, პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა და ვიზიტორებს მისი მონახულება ყველაზე მეტად უყვართ. საქმე ისაა, რომ ქალაქში ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის ძალიან კომფორტული პირობებია შექმნილი და მილიონობით ადამიანს სწორედ ეს ფაქტი იზიდავს.

 

4. ტოკიო

მიუხედავად ცუნამების, მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისა, ტოკიო ყველაზე უსაფრთხო დასახლებათა სიაში ყოველთვის ნომერ პირველია. ტოკიო ეს არის ქალაქი სადაც ყველაზე მცირე დროში ყველაზე მეტი რამის ნახვაა შესაძლებელი. ქალაქი უცხოელ ვიზიტორებს არანორმალური რიტმით და ინოვაციებით ხიბლავს.

5. დუბაი

ოქროს ქვიშებიდან მირაჟივით წარმოქნილი ქალაქი მდიდრული და ამავდროულად ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილებაა. დუბაი ეს არის ქალაქი სადაც შეგიძლიათ ვერტმფრენით ისეირნოთ, ცხენების რბოლას დაესწროთ ან მსოფლიოში ყველაზე დიდი მომღერალი შადრევანის წინ იპოზიოროთ. ქვიშისგან წარმოქნილი ქალაქი საერთაშორისო ტურიზმისა და ბიზნესის ცენტრად იქცა.

6. სინგაპური

ცოტა ქალაქმა თუ შეძლო იმდენისთვის მიეღწია, რამდენსაც აზიის ფინანსურმა ცენტრმა სიგნაპურმა მიაღწია. ძალიან ღარიბი ყოფილი კოლონია სულ მცირე დროში ყველაზე ამბიციურ დასახლებად იქცა. პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალაქი ვიზიტორებს ბევრი მიზეზის გამო ხიბლავს და ერთ–ერთი პირველია სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დამოუკიდებელი ატრაქციაა.

7. ბარსელონა

კატალონიის დედაქალაქი პლაჟების, არქიტექტურის და დიდი კრეატივის მიქსს წარმოადგენს. ბარსელონა ფაქტობრივად იდეალური ევროპული დედაქალაქია, სადაც მთელი წელი საუკეთესო ამინდია, ათობით საოცარი პლაჟია, დიდებული პარკებია და ერთობ ბოჰემური არქიტექტურაა. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო ბარსა ტურისტების მაგნიტად იქცა, თან იმდენად სერიოზულ მაგნიტად რომ ადგილობრივები წუხდებიან კიდეც.

8. ლოს – ანჯელესი

ლოს–ანჯელესი განვითარებას არ წყვეტს და ტურისტულ რეკორდებსაც ხშირად ამყარებს. ყველაზე ვარსკვლავური ქალაქი, 2019 წელს მიშლენის ფავორიტ ადგილადაც იქცა, რამაც დასახლებას სულ სხვა ხიბლი შესძინა. ამიერიდან ჰოლივუდის მაძებარ ადამიანებს გურმანებიც შეუერთდნენ.

9. მადრიდი

კორონავირუსის პანდემიამ მადრიდს სერიოზული დარტყმა მიაყენა. მადრიდი გახდა პირველი ევროპული ქალაქი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა აზიური ქალაქების მაჩვენებელს მიუახლოვდა. თუმცა, ქალაქმა გამოფხიზლება მალევე შეძლო და ნელ–ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. კოვიდმა კულტურაც შეაჩერა, თუმცა მადრიდს ყველაფერი წინ აქვს და ვიზიტორთა საყვარელი დანიშნულება კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები