LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი ფეხითმოსიარულეთა ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა

101
4932

ბრიტანეთის დედაქალაქი, ლონდონი ქვეითთა ქალაქად დაასახელეს. რეიტინგის მეორე ადგილს პარიზი, მესამეს ბოგოტა (კოლუმბია), მეოთხეს – ჰონგ–კონგი, მეხუთეს კი მოსკოვი იკავებს.

საინტერესო კვლევა სატრანსპორტო სფეროს პოლიტიკისა და განვითარების ამერიკულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

რეიტინგში ყველაზე დაბალი პოზიციები ამერიკულმა ქალაქებმა დაიკავეს. როგორც გაირკვა, აშშ–ში ფეხითმოსიარულეთა ინფრასტრუქტურა ცუდადაა განვითარებული და ავტომობილის გარეშე გადაადგილება ძალიან რთულია.

იმ ადამიანების რაოდენობით ვინც სკვერების, პარკებისა და ქვეითთათვის განკუთვნილი ქუჩებიდან 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობს, პირველი ადგილი – ჰონგკონგს ხვდა წილად.

რაც შეეხება საავადმყოფოებისა და სკოლების სიახლოვეს მცხოვრებთა რიცხვს – პირველობა პარიზმა არ დათმო. მეორე ადგილზე ლიმა (პერუ), მესამეზე კი ლონდონი გავიდა.

საინტერესო სიის შედგენისას მნიშვნელოვანი პარამეტრი გახდა საცხოვრებელი უბნის საშუალო მასშტაბი: რაც უფრო პატარაა უბანი, ქვეითი დანიშნულების ადგილამდე უფრო სწრაფად მივა და მასიური შენობებისთვის გვერდის ავლა არ მოუწევს. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით პირველ პოზიციებზე ბოგოტა, ლიმა და ტოკიო გავიდნენ.

კიდევ ორი, ცოტა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა მოსახლეობის მჭიდროდ დასახლება და იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ქალაქში პირადი ტრანსპორტით გადაადგილდება.

როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ევროპული ქალაქები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფეხითმოსიარულეთათვის კომფორტული გარემო შექმნან. ამცირებენ საავტომობილო გზებს, გამოყოფენ ქვეითთა ზონებს, რგავენ ხეებს, რათა ფეხით სიარული უფრო სასიამოვნო იყოს, ავითარებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

განსაკუთრებით აქტიური იყო ეს ცვლილებები გასულ ზაფხულს, როცა ქვეყნები ცდილობდნენ რომ პანდემიის გამო დათრგუნული ხალხის ყოველდღიურობა გაეხალისებინათ. მაგალითად, მიუნხენში 14 „საზაფხულო“ ქუჩა გაჩნდა, ვილნიუსმა კი ავტომობილთა გადაადგილება ისტორიულ ცენტრში სრულად აკრძალა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები