LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონმა პირველობა დათმო, წელს ლიდერი სტამბოლია – პანდემიური წლის ყველაზე გადატვირთული აეროპორტები

103
airprtnews

ექსპერტებმა 2020 წლის ყველაზე გადატვირთული აეროპორტი დაასახელეს. პანდემიური წლის გამარჯვებული სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი გახდა. მეორე ადგილზე პარიზის შარლ–დე–გოლის ავიაბაზა გავიდა. წინა წლებში მრავალგზის გამარჯვებული ჰიტროუ კი წელს მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა.

კორონავირუსის პანდემიამ ლონდონის ავიაბაზაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია და მგზავრთნაკადი მთელი 73%–ით შემცირდა. თუკი 2019 წელს ამ აეროპორტის სერვისით 81 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, წელს მგზავრთა რაოდენობა მხოლოდ 22,1 მილიონი იყო. ხოლო რაც შეეხება სტამბოლის ავიაბაზას, 2020 მისთვის ოპერირების პირველი წელი იყო და ის 23,4 მილიონ მოგზაურს მოემსახურა.

გადატვირთულთა პირველ ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამის სხიპჰოლი და მოსკოვის შერემეტოვო.

ზოგადად ევროპულმა აეროპორტებმა მგზავრთა ანტირეკორდი დაამყარეს. ბრიტანეთის შემთხვევაში პრობლემა გახდა კორონავირუსის ახალი შტამიც, რომლის გამოც საზღვრებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.

ექსპერტთა პროგნოზი არც სამომავლოდაა დამაიმედებელი. ტურიზმის სექტორი წელსაც მძიმე მდგომარეობაში დარჩება. მოგზაურობა კოვიდ–პასპორტთან, კარანტინთან, პირბადესა და კიდევ ბევრ შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები