LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Long live America! – სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

142
BeFunky-collage

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მისალოც განცხადებაში იმ გამოწვევებზეცაა საუბარი, რომელიც აშშ-ს დღეს, პანდემიის სახით აქვს. ზურაბიშვილი ასევე ხაზს უსვამს, ლუგარის ლაბორატორიის როლს კორონავირუსთან ბრძოლაში.

“244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ.

ვიდეო: გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან

პრემიერის შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან ამერიკის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა; რა როლი ითამაშა ჩვენი და ამერიკელი ექიმების თანამშრომლობამ; ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს არამხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი სოლიდარობა არ არის. ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშეა – ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად.

მინდა, თანავუგრძნო პანდემიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს, მინდა გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და ეს ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. Long live America!”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/606726390225235/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები