იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა შთამბეჭდავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ჩხვიმიანმა ჯერ იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს დაუპირისპირდა.

ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ჩხვიმიანს ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მეტოქე ილეთზე წამოაგო და ვაზარი მოიპოვა.

ბრძოლის დასრულებამდე 17 წამი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე იპონზე დასცა და საკუთარ კარიერაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია!

??? ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია!⬇ იხილეთ ფინალური შეხვედრის ვიდეო.გილოცავთ! <3

Posted by საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე on კვირა, 25 აგვისტო, 2019

მსგავსი თემები