LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლულუ კახიანი: „ლენოს ბოდიშს მოვუხდიდი… ეს დანაშაულის გრძნობა მაინც არის…“

1261
d6d0e553acfb7937548a109bb80fa670

ტელეწამყვანი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ლულუ კახიანი „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ინტერვიუს მთავარი თემა მისი ქალიშვილის, ლენო გვარჯალაძის გარდაცვალებაა.

ლულუ კახიანი:

„გამაღვიძა კარზე ბრახუნმა. სამი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. მივხვდი, რომ მანდ დასრულდა ყველაფერი…

ზოგს ალბათ უკვირდა, რომ არც სახეს ვიხოკავდი, არც ბოლო ხმაზე ვტიროდი. ადამიანები რომ საზღვრავენ ტანსაცმლის ფერის და ტუჩსაცხით ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და ტკივილს, ეს ძალიან სამწუხაროა. საკმარის ტკივილს ვატარებ. რატომ უნდა დავამატო კიდევ უარყოფითი ენერგეტიკა. მაკიაჟსაც ვიკეთებ, დასასვენებლადაც დავდივარ. ვიცინი, ვმღრი და ვცეკვავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ განვიცდი. ისე ლააპრაკობსო, ეწერა, თითქოს მეზობლის შვილი მოკვდაო. ვთხოვ ყველას, თავი შეიკავეთ უარყოფითი კომენტარებისგან.ა რა მარტო ჩემს ვიდეოზე, არამედ ზოგადად ასეთ თემებთან დაკავშირებით, რადგან ეს უკომენტაროდაა.

მინდა, მჯეროდეს, რომ ლენო არის ყველგან. მესიზმრება, რო დაბრუნდა და ის დადგმული იყო…“

როგორც ლულუ აღნიშნავს, ლენოს ბოდიშს მოუხდიდა, რადგან დანაშაულის გრძნობა მაინც არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები