LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლურჯი ვეშაპის” შეტყობინებები მოსწავლეებს – შსს უცნაური შინაარსის sms-ებს იძიებს

1083
blue-whale-challenge

“ინფო რუსთავი“ ავრცელებს სკანდალურ სქრინებს, იმ შეტყობინებების, რომლებიც ქუთაისის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ მიიღო.

შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, რომელ დღეს რამდენი გაკვეთილი აქვს, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ.

 

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უცნაური შინაარსის შეტყობინებების შესახებ უწყებას გუშინ მიმართეს და სამართალდამცველებმა საქმეზე მოკვლევა მაშინვე დაიწყეს

„რამდენიმე მოსწავლემ მიიღო უცნაური შინაარსის შეტყობინებები. როგორც კი შევიდა ინფორმაცია პოლიციაში, დაიწყო მყისიერად გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ – აცხადებენ შსს-ში “ფორტუნასთან”.

 

წყარო, რომელმაც “ინფო რუსთავს” ფეისბუქ შეტყობინებების ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმე საშიშ ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან” გვქონდეს.

 

“მოგესალმები … მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ … საჯარო სკოლაში

შენი საუკეთესო მეგობარია …

და … შვილი ხარ

მე ყოველთვის გითვალთვალებ მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურების კაბინეტში ხარ

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ამას ვერ ამჩნევ

…… დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი”, – წერენ ერთ-ერთ მოსწავლეს.

“მოგესალმები … მე ვიცი შენი ყველა ფარული განძრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ ქუთაისის … საჯარო სკოლაში

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ

მე ვიცი რომ ….. დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია …

მასაც მივწერ გული არ დაგწყდეს”, – წერენ მეორეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები