LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანი ტურიზმზე: არ გვაქვს ფუფუნება იმის, არ გვინდოდეს რუსი

52
collage

ფინანსთა მინისტრი ტურიზმის სექტორზე საუბრობს და ამბობს, რომ „ჩვენ ყველა ეროვნების ტურისტი უნდა გვყავდეს, არ გვაქვს ფუფუნება იმისა, არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი – ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელი ტურისტი“.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება.

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება. იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე, იქნება ეს ტურიზმი თუ ექსპორტი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც – უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზრის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები